ჰენკელი ოპერირებს მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ტექნოლოგიებთან ბიზნესის სამ სფეროში: სარეცხი და სახლის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა და პირადი მოვლა და წებოს ტექნოლოგიები.
კომპანია დაარსდა 1876 წელს ფრიც ჰენკელის მიერ მაასტრიხტ აახენში, გერმანიაში. ჰენკელს უჭირავს გლობალური ლიდერის პოზიციები როგორც სამომხმარებლო, ასევე სამრეწველო ბაზრებზე, ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Persil, Schwarzkopf, Loctite და Pritt. მისი სათაო ოფისი მდებარეობს დიუსელდორფში, გერმანიაში და ჰყავს დაახლოებით 47,000 თანამშრომელი 120-ზე მეტ ქვეყანაში, აქვს 17-ზე მეტი საწარმო და 10 ძირითადი კვლევისა და განვითარების ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით.
1923 წლის ივნისში განხორციელდა წებოების პირველი მიწოდება დიუსელდორფის ქარხნიდან, გერმანიიდან. სწორედ ეს არის ბიზნესის ახალი მიმართულების - წებოების ტექნოლოგიების - დაბადების თარიღი, რომელშიც დღეს ჰენკელი მსოფლიო ლიდერია.
წებოს ტექნოლოგიების ბიზნეს სექტორის განუყოფელი ნაწილია სამშენებლო ქიმიური ნივთიერებების განყოფილება. ჩვენი ძირითადი კატეგორიების მეშვეობით, როგირიცაა კერამიკული წებოები, ჰიდროიზოლაცია, სახლების თერმოიზოლაცია, ჩვენ მომხმარებლებს ვაწვდით სპეციალური პროდუქტებისა და სისტემის გადაწყვეტების ფართო სპექტრს, რათა დავაკმაყოფილოთ ინდუსტრიისა და სამშენებლო პროფესიონალების საჭიროებები.
ეს სექტორი უწყვეტი სახით იზრდება და ამიტომ 1986 წელს ჰენკელმა შეიძინა ცერეზიტი, ბაზარზე თერმოიზოლაციის და ჰიდროიზოლაციის წამყვანი ბრენდი. შედეგად, ჰენკელმა გაზარდა სამშენებლო დანიშნულების ქიმიური პროდუქტების თავისი პორტფელი და გააძლიერა თავისი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში და აგრძელებს გაფართოებას აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში.
ჩვენი ვრცელი გამოცდილება, ტექნოლოგიები და ინოვაციური პროდუქტები ეხმარება ჩვენს კლიენტებს გახდნენ უფრო წარმატებული და ეფექტურები და ამავდროულად ვინარჩუნებთ პლანეტის ბუნებრივ რესურსებს.
შეიტყვეთ მეტი აქ: www.henkel.com (hyperlink)