ჩვენი პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც უბრალო ტექნიკურ სიახლეებზე მეტია, პროფესიონალ მომხმარებლებს მრავალ უპირატესობას ანიჭებენ. რადგან მომხმარებლების სჭიროებები მუდამ იცვლება, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ ბაზართან შესაბამისობას. ჩვენი საქმიანობა კვლევისა და განვითარების მიდგომაზეა დაფუძნებული - გამოცდილი ქიმიკოსები და ინჟინრები პროდუქტების შემუშავებისას ითვალისწინებენ ბაზრის კვლევის ანგარიშების შედეგებს, რათა ფიზიკური შრომა უფრო მარტივი, სწრაფი და ჯანსაღი გახადონ. ამისთვის ჰენკელმა შეიმუშავა შიდა პროცესები, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციური აზროვნების პროცესს. შედეგი: ჩვენი ტექნოლოგიები დაცულია მსოფლიოს მასშტაბით 8000-ზე მეტი პატენტით, მოლოდინის რეჟიმშია კიდევ 5000 პატენტი.