Skip to Content

Visage

Visage

Visage-ის ბათქაშების და საღებავების ახალი ხაზი იძლევა შენობების თანამედროვე და მოდური სახით მოპირკეთების შესაძლებლობას, რომლის შთაგონების წყარო ბუნებაა. ის მოიცავს ბუნებრივი ეფექტის მქონე მასალების სამ ჯგუფს, რომლებიც თქვენს სახლს უნიკალურ სახეს ანიჭებენ: ქვის ეფექტი - გრანიტისა და ქვიშაქვის ბათქაში, ქვისა და აგურის სტრუქტურა; ხის ეფექტი: ხის სტრუქტურის ბათქაში ექვს სხვადასხვა ფერში და ლითონის ეფექტი: ვერცხლისფერი და ოქროსფერი საღებავები, მანათობელი ბათქაში და  ოპალისებრი ლაქი.

ეს მასალები სრულად თავსებადია ცერეზიტის ფასადის იზოლაციის ETICS-ის (გარე თერმული იზოლაციის კომპოზიტური სისტემა) სისტემასთან, ასე რომ, ისინი გამოირჩევა არა მარტო ბუნებრივი ესთეტიკით, არამედ პრაქტიკული ხარისხითაც.

თანამედროვე დიზაინი უპირატესობას ბუნებრივ მასალებს ანიჭებს