მიმდინარე ტექნოლოგიური სიახლეებისა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების გამო, წინამდებარე „სარგებლობის წესები“ შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს და/ან განახლდეს. ამიტომ, გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე „სარგებლობის წესებს“, მასში შეტანილი ცვლილებების და/ან შესწორებების გათვალისწინებით.
წინამდებარე წესები არეგულირებს Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia-ს (320, Kvemo Kartli Region, Gardabani, Martkopi, Georgia) ვებსაიტით სარგებლობის პირობებს. ამ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაცია Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia -ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Henkel“), Henkel-ის აფილირებული კომპანიებისა და მესამე მხარეების შესახებ მომზადებულია განსაკუთრებული ყურადღებით. თუმცა, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორესთან დაკავშირებით. Henkel არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ვებსაიტის კონტენტში არსებულ შეცდომებზე. აღნიშნულ ვებსაიტზე სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადები გაკეთებულია არსებული ცოდნისა და რწმენის საფუძველზე. თუმცა, Henkel -ის მიერ რეალურად მიღწეული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამ სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადებისგან, რადგან ისინი დამოკიდებულია სხვადასხვა კონკურენტულ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, Henkel-ის კონტროლს მიღმაა. სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებულ განაცხადებში ცვლილებების შეტანის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის გარეშე, Henkel არ აპირებს მუდმივად განაახლოს ამ ვებსაიტზე განთავსებული სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადები.
თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებსაიტით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებსაიტით სარგებლობის ზოგად წესებს, რომელთა დაბეჭდვაც შეგიძლიათ.
ეს ვებსაიტი და აქ მოცემული ინფორმაცია არ არის განკუთვნილი ან დამტკიცებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს მოქალაქეების ან რეზიდენტების მიერ გამოყენებისთვის. აღნიშნული პირები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ადგილობრივ HENKEL-ის ვებსაიტს ან HENKEL-ის აშშ-ში აფილირებული კომპანიების ვებსაიტებს.
1. საავტორო უფლებები
ჩვენი ვებსაიტი (შინაარსი, სტრუქტურა) დაცულია საავტორო უფლებებით. კერძოდ, ნებისმიერი რეპროდუქცია, ადაპტაცია, თარგმანი, შენახვა ან დამუშავება სხვა საშუალებით, მათ შორის ელექტრონული საშუალებებით შენახვა ან დამუშავება, დაცულია საავტორო უფლებებით. ნებისმიერი სახით გამოყენება, მთლიანად ან ნაწილობრივ, დასაშვებია მხოლოდ Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia-ის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ინფორმაციის ან მონაცემების რეპროდუცირება, კერძოდ, ტექსტების ან მათი ნაწილების, აგრეთვე გრაფიკული მასალების გამოყენება (გარდა Henkel-ის პრესის ფოტოებისა) ან ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოყენება ან გავრცელება, შესაძლებელია Henkel-ის წინასწარ წერილობითი თანხმობით. გავრცელებისა და რეპროდუქციის უფლებები ეკუთვნის Henkel-ს.
Henkel -ის პრესის ფოტოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სარედაქციო მიზნებისთვის. Henkel-ის პრესის ფოტოებზე, რომლებიც რეპროდუცირებული და/ან მოდიფიცირებულია ელექტრონულად სარედაქციო მიზნებისთვის, უნდა იყოს დატანილი საავტორო უფლებების შესახებ შეტყობინება: „© 2024 Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia ყველა უფლება დაცულია.“ ხელმეორედ დაბეჭდვა შესაძლებელია უსასყიდლოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება ასლი ჩვენი არქივისთვის.
© 2024 Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia. ყველა უფლება დაცულია.
2. სასაქონლო ნიშნები
Henkel Oval-ის ლოგო და პროდუქტების დასახელება და/ან პროდუქტის გარეგნული მახასიათებლები ამ გვერდებზე არის Sh.P.S. Henkel Building Chemicals Georgia-ის, მისი შვილობილი კომპანიების, აფილირებული კომპანიების ან ლიცენზიარების რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები. აღნიშნული სასაქონლო ნიშნების ნებისმიერი უნებართვო გამოყენება ან არასწორი გამოყენება მკაცრად აკრძალულია და წარმოადგენს სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის, საავტორო უფლებების შესახებ კანონის, ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კანონების დარღვევას.
3. მესამე მხარის ვებსაიტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაზე უარის თქმა
a. ეს ვებსაიტი შეიცავს ბმულებს (ანუ „ჰიპერბმულებს“) სხვა ვებსაიტებზე, რომლებსაც მართავენ მესამე მხარეები და რომელთა შინაარსი უცნობია Henkel-ისთვის. Henkel უბრალოდ აადვილებს წვდომას ასეთ ვებსაიტებზე და არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე. ჩვენი ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე განკუთვნილია მხოლოდ ნავიგაციის გასაადვილებლად. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ასეთ გვერდებზე გაკეთებულ განცხადებებზე. ჩვენ არ ვიზიარებთ ასეთი მესამე მხარის გვერდების შინაარსს. კერძოდ, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ასეთ გვერდებზე კანონით გათვალისწინებული დებულებების ან მესამე მხარის უფლებების დარღვევაზე.
b. ასეთი ვებსაიტების მფლობელებს ეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ამ გვერდების შინაარსზე, ასევე მათზე შემოთავაზებული პროდუქტების გაყიდვებსა და მათთან დაკავშირებული შეკვეთების დამუშავებაზე.
c. Henkel არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას ჰიპერბმულის საშუალებით ხელმისაწვდომ გვერდზე საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების ან პიროვნების უფლებების დარღვევებზე.
d. დადგენილების ან სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ტრანზაქციასთან დაკავშირებით ხელშეკრულება იდება მხოლოდ მომხმარებელსა და შესაბამისი ვებსაიტის მფლობელს ან სერვისების შემთავაზებელ მხარეს ან წარმომადგენელს შორის, და, არავითარ შემთხვევაში, Henkel-სა და მომხმარებელს შორის. გთხოვთ, გადახედოთ ჰიპერბმულის საშუალებით ხელმისაწვდომ ვებსაიტზე შესაბამისი მიმწოდებლის საქმიანობის ზოგად პირობებს.
e. პასუხისმგებლობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება ვრცელდება henkel.com ვებსაიტზე განთავსებულ ბმულებზე და იმ ვებსაიტების ნებისმიერ შინაარსზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ასეთი ბმულების საშუალებით.
4. პასუხისმგებლობაზე უარის თქმა
Henkel-ის პასუხისმგებლობა ამ ვებსაიტით სარგებლობის შედეგად წარმოქმნილ ზიანთან დაკავშირებით, განურჩევლად სამართლებრივი საფუძვლისა (მათ შორის კანონდარღვევა) შემოიფარგლება განზრახ ან უხეში დაუდევრობით გამოწვეული ზიანით. რამდენადაც Henkel პასუხისმგებელია არსებითი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მთლიანი ოდენობა შემოიფარგლება მოსალოდნელი ზიანით. ეს გავლენას არ ახდენს მოქმედი „საქონლის ხარისხზე პასუხისმგებლობის შესახებ კანონისა“ და გაცემული გარანტიებით გათვალისწინებულ Henkel-ის პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება სხეულის დაზიანების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი შემთხვევაში.
Henkel დიდ ძალისხმევას მიმართავს Henkel-ის ვებსაიტების ვირუსებისგან დასაცავად, თუმცა, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ვებსაიტები იქნება ვირუსებისგან დაცული. სწორედ ამ მიზეზით, რეკომენდებულია უზრუნველყოთ შესაბამისი დაცვა ვირუსებისგან (მაგ. კომპიუტერული ვირუსების ძიების პროგრამების გამოყენება) დოკუმენტებისა და მონაცემების ჩამოტვირთვამდე.
Henkel არ იძლევა გარანტიას, რომ Henkel-ის ვებსაიტზე შემოთავაზებული სერვისები იქნება სრულიად შეუფერხებელი ან მუდმივად ხელმისაწვდომი.
5. პროგნოზები და სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განცხადებები
ამ ვებსაიტზე განთავსებული სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადები გაკეთებულია არსებული ცოდნისა და რწმენის საფუძველზე. თუმცა, Henkel -ის მიერ რეალურად მიღწეული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამ სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადებისგან, რადგან ისინი დამოკიდებულია სხვადასხვა კონკურენტულ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, Henkel-ის კონტროლს მიღმაა. სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებულ განაცხადებში ცვლილებების შეტანის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის გარეშე, Henkel არ აპირებს მუდმივად განაახლოს ამ ვებსაიტზე განთავსებული სამომავლო შეხედულებებთან დაკავშირებული განაცხადები.
6. Henkel -ის პროდუქცია
ამ ვებსაიტზე წარმოდგენილი ბრენდები/პროდუქტები არის იმ ბრენდების/პროდუქტების მაგალითები, რომლებსაც Henkel -ის კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით. Henkel არ იძლევა გარანტიას, რომ წარმოდგენილი ბრენდები/პროდუქტები ასევე ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში.